ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმე პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს საქმე ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებულების მონახულებას გეგმავს და ნებართვას პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს.
„ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ და ამბობენ, რომ გამოძიება დაკითხავს ყველა იმ პირს, ვისაც აღნიშნულ საქმეზე აქვს ინფორმაცია.