კიდევ ერთი ჩვენება საზღვრების საქმეში.
პროკურატურაში დღეს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი იმყოფებოდა. არქიმანდრიტი ილარიონი, რომელიც გარეჯში 2004 წლიდან მსახურობს, 2006-2007 წლებში საზღვრების გარშემო მიღწეულ შეთანხმებას არასწორად მიიჩნევს. სწორედ ამ პერიოდის შეთანხმებების კანონიერებას იძიებს გამოძიება, რომელიც დაკავებული ექსპერტ-კარტოგრაფებისთვის წაყენებულ ბრალდებას ახლადმოძიებული კარტოგრაფიული მასალებით ამყარებს. როგორც ირკვევა, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ არქივებში ნაპოვნი ძველი რუკების ასლები უკვე მიაწოდეს კათოლიკოს-პატრიარქს.
რას ნიშნავს 1996 წლის შეთანხმებაში არსებული ჩანაწერი და რომელ რუკებს უნდა დაყრდნობოდა საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენის დროს სამთავრობო კომისია, – ამ საკითხის გარკვევა ხათუნა გაგნიძემ კომისიის ერთ-ერთ წევრთან სცადა.