დავით გარეჯის საქმის განხილვა დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. ბრალდების მხარეს დაგეგმილი აქვს მათი გამოკითხვა, თუმცა ჯერ უცნობია კონკრეტულად რომელი მოწმე დაიკითხება. ერთ-ერთი ბრალდებული, სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი თვლის, რომ მოწმეების ჩვენებები, რომელიც საქმეშია წარდგენილი, ბრალდებას არ ადასტურებს. გამოძიება მას და ნატალია ილიჩოვას ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებას ედავება, რამაც ბრალდების მხარის განცხადებით, 3500 ჰექტარი ტერიტორია დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა.
მოამბე