დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი პროკურატურაში საქმის ახალ მასალებს ეცნობა. საუბარია რუკებზე, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამოიღეს, ასევე დამატებით დოკუმენტებზე. ამ დროისთვის ქალთა №5 დაწესებულებაში იმყოფებიან საქმეზე დაკავებული სადემარკაციო კომისიის კიდევ ერთი წევრის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატები.