მთავარმა საგამოძიებო უწყებამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეთანხმების საქმეზე სადემარკაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე, ლაშა დარსალია გამოკითხა. გამოძიებას მან კომისიის ფარგლებში მოპოვებული ახალი მასალების და მასზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული დასკვნებით კი, 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიის ფარგლებში საქართველოსთვის სასარგებლო იქნებოდა 1938 წლის 200-ათასიანი მასშტაბის რუკის გამოყენება, რომელიც რელევანტურად შეფასდა. ლაშა დარსალიამ ისიც თქვა, რომ აღნიშნული მასალები აზერბაიჯანულ მხარეს გასულ წელს გააცნეს და მათი პოზიციაც ცნობილია.
ხათუნა გაგნიძე დეტალებით.