დავით გარეჯი საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა, რაც გარეჯის კომპლექსის მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს. ამით საერთაშორისო საზოგადოებამ დავით გარეჯის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა.
ევროპა ნოსტრა ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ, პროგრამის მიხედვით, დეტალურ საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს. ნომინაცია, ასევე, ევროპისა და საერთაშორისო მაშტაბით ფონდების მოძიების საშუალებას იძლევა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც დააჩქარებს.
დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას ნუსხაში 7 ფინალისტს შორისაა.
ამავე ნუსხაში საქართველომ ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელიც წარადგინა, თუმცა ფინალში მხოლოდ დავით გარეჯი გავიდა. ექსპერტთა და სპეციალისტთა საერთაშორისო მისია საქართველოში პირველად შემოდგომაზე ჩამოვა და ძეგლის კვლევაზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად იმუშავებს.