„კომკავშირელები და ბოლშევიკები“ – ასე უწოდებს პარტიიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძე უკვე ყოფილ თანაგუნდელებს. არაეთიკური განცხადებების მიზეზით, პარტიის დატოვების შემდეგ, დეპუტატი არც დღეს მორიდებია მწვავე გამოსვლას. ჭიჭინაძემ სამომავლო საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელება დაანონსა და აღნიშნა, რომ მისი პარტიასთან დაშორების გადაწყვეტილება არა მთლიან გუნდს, არამედ ცალკეულ პირებს ეკუთვნით. მისი საჯარო განცხადებები კი უმრავლესობამ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა.