რას გეგმავს პარტიიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძე

პარტია ქართული ოცნებიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძე პარლამენტში დამოუკიდებლ დეპუტატად გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას. სამდივნოს მიერ მიღებულ გადაწყევტილებას ის „კოლექტიური ზარდიაშვილების“ გადაწყვეტილებას უწოდებს და აცხადებს, რომ სიმართლის საუბარი მისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ არის.  რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, რომელმაც გუშინ ქართულ ოცნებას კომკავშირი უწოდა – დეპუტატი ამ განცხადებისთვის თანაგუნდელებს ბოდიშს უხდის და თვლის, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი ჭიჭინაძე მმართველი გუნდის რიგებში დარჩეს.

პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვაზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმაც. თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის პროცესის შესახებ არ იყო ცნობილი. ის არც ჭიჭინაძეს იცნობს.  მინისტრის განცხადებით, მისთვის ყოველთვის გასაკვირი იყო როდესაც დეპუტატი მას მწვავედ აკრიტიკებდა.