ევროპარლამენტარები მზად არიან, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროცესში ჩაერთონ. საკითხი „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ბრიუსელში დააყენა. დავით ბაქრაძესთან საუბარში ევროპარლამენტარმა ჩარლზ დანოკმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას ევროპარლამენტის რეზოლუციაში ცვლილება შევა, რომლის საფუძველზეც დაიწყება საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კვოტირების საკითხის განხილვა.
ევროპარლამენტარ ანა ფონტეგას თქმით, პოლონეთიც დაიწყებს ქართველების ლეგალურ დასაქმებაზე მუშაობას.