დავით ბაქრაძემ დღეს დაგროვებითი საპენსიო სისტემის ალტერნატივა წარმოადგინა
“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს დაგროვებითი საპენსიო სისტემის ალტერნატივა წარმოადგინა. დავით ბაქრაძის განცხადებით, მისი გუნდის მიერ მომზადებული მოდელი ყველა მოქალაქეს აძლევს საშუალებას, ნებაყოფლობით ჩაერთოს სქემაში, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ოდენობა და კომპანია, რომელმაც დანაზოგი უნდა მართოს.
ბაქრაძის თქმით, მოდელი ითვალისწინებს დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილი გადასახადის გამოყენებას.