„დაგროვებითი პენსიის შესახებ“კანონში ცვლილებები

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც, პორტფელების გადანაწილებისთვის 6 სექტემბრამდე დადგენილი ვადა უქმდება. ანუ, თუ აქამდე საპენსიო სააგენტო მოუწოდებდა მოქალაქეებს მისულიყვნენ იუსტიციის სახლში ან სააგენტოს სერვის-ცენტრებში და სურვილის შემთხვევაში პორტფელები დროულად შეეცვალათ, ახლა ამ ვადამ 2028 წლის პირველ იანვრამდე გადაიწია. აღსანიშნავია ისიც, რომ ახლა სქემის მონაწილე ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში მოხვდება. შესაბამისი კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე განიხილა, შემდეგი საპარლამენტო განხილვა კი 4 სექტემბერს არის ჩანიშნული.