დავით ბაქრაძე ვეტერანებს შეხვდა

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანები სახელმწიფოსგან უყურადღებობაზე საუბრობენ და სოციალურ პრობლემებზე ჩივიან. დავით ბაქრაძის თქმით,  დევნილთა დახმარების გამო, მათ მოხსნილი აქვთ სოციალური შემწეობა.  დავით ბაქრაძემ ვეტერანებს საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის პენსიის გაორმაგებას ითვალისწინებს.

მოამბე