ვანის რაიონის მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უჩივიან.
სოფელ ამაღლების მცხოვრებლებმა ევროპული საქართველოს ლიდერთან დავით ბაქრაძესთან საუბარში აღნიშნეს, რომ სოფელში ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები არ არის. არ ფუნქციონირებს ამბულატორია, არ აქვთ გაზიფიცირება, საკანალიზაციო სისტემა და სოფლის შიდა გზებზე გადაადგილება შეუძლებელია. ხშირია გაუგებარი მიზეზებით სოციალური დახმარების მოხსნის ფაქტები.
დავით ბაქრაძე პრობლემების მოგვარების ერთადერთ გზას ვანსა და ხონში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ევროპული საქართველოს კანდიდატის გამარჯვებაში ხედავს.