„ევროპული საქართველო“ „გაზპრომ მედიის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლას აპროტესტებს

12:10, 12.04.2018

ევროპული საქართველო პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და საქართველოში გაზპრომ მედიის შემოსვლას აპროტესტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი სერგი კაპანაძემ გამართა.

დეპუტატების გარდა, NTV PLUS-ის შემოსვლის წინააღმდეგი მოსახლეობის ნაწილიც არის. მოქალაქეებმა ჰოლდინგისთვის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავეს და მთავრობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უკვე მიმართეს.

დოკუმენტის ავტორები ამბობენ, რომ ახალი ტელეკომპანია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაძლიერებას გამოიწვევს.

NTV PLUS-მა რეგისტრაცია ორი წლის წინ გაიარა და ავტორიზაციაც მოიპოვა. როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, მისი პარტნიორი საქართველოში შპს მედია ჯგუფი იქნება.

მსგავსი