„ევროპულმა საქართველომ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი დაასახელა

19:56, 13.04.2018

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი დაასახელა.

ცაიშის თემში შუალედურ არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გოდერძი კუკავა იქნება.

ზუგდიდში საკრებულოს შუალედური არჩევნები 13 მაისს გაიმართება. კანონმდებლობის შესაბამისად, ცაიშის თემში შუალედური არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი ავარიაში დაიღუპა.

მსგავსი