დავით ბაქრაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს მაღალმთიან აჭარაში განაგრძობს
“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებთან სასაუბროდ და მათი პრობლემების ადგილზე გასაცნობად მაღალმთიან აჭარაში, ქედაში იმყოფებოდა.
სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, მოსახლეობა დავით ბაქრაძესთან საუბარში თამბაქოს მოყვანისა და ჩაბარების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მათი შემოსავლის თითქმის ერთადერთი წყაროა.
რეგიონში მწვავედ დგას საზღვარგარეთ არალეგალურად სამუშაოდ წასულთა პრობლემაც.