საქართველო გარემოს დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას უერთდება. ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ – ასეთია წლევანდელი კამპანიის დევიზი, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს გაუმჯობესებას. დასუფთავების მასშტაბური აქცია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ტერიტორიიის დასუფთავებაში არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, საელჩოები, უცხოელი სამხედროები და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ. აქციას შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტიც. კამპანიის მოწოდებაა – „შევამციროთ პლასმასით დაბინძურება“. მსოფლიო გარემოს გასაუმჯობესებლად ყოველწლიური კამპანია 140-ზე მეტი ქვეყანის ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს,