სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალი დიდი საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანიას შესაძლოა, ხელშეკრულების შეწყვეტის ფასად დაუჯდეს.
2007 წლიდან 49-წლიანი იჯარით ფილარმონიას კომპანია „ინთერნეიშენალ ივენთსი“ მართავს, რომელიც მთავრობას დავალიანების გადახდის საკუთარ პირობებს სთავაზობს. თუმცა უცნობია, დათანხმდება თუ არა ეკონომიკის სამინისტრო კომპანიის წინადადებას. შექმნილი ფინანსური პრობლემების ფონზე ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრისთვის გადაცემას ითხოვს ნიკოლოზ რაჭველი. უკვე წლებია, ევგენი მიქელაძეს სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს საკუთარი შენობა არ აქვს.
საკუთარი დარბაზის პროექტის მოსამზადებლად და ასაშენებლად კულტურის სამინისტრო ორკესტრს კონკრეტულ თანხას სთავაზობს, რაც ორკესტრისთვის არასაკმარისია.