თემურ ყვითელაშვილის ვარსკვლავის გახსნა

თემურ ყვითელაშვილი მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს განახლებულ რეპერტუარს გააცნობს.

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ცნობილი გიტარისტის და კომპოზიტორის სოლო კონცერტს უმასპინძლებს. მრავალფეროვანი პროგრამა ბენდის და ორკესტრის თანხლებით იქნება წარმოდგენილი. საღამოს შემდეგ საკონცერტო დარბაზის წინ კიდევ ერთი ვარსკვლავი გაჩნდება.

ცნობილი გიტარისტი საზოგადოებას განსხვავებულ საღამოს ჰპირდება. ყველასთვის ნაცნობ მელოდიებთან ერთად, დაგეგმილია რამდენიმე ახალი ნაწარმოების პრემიერაც. კონცერტს თემურ ყვითელაშვილის შვილი უდირიჟორებს.