"დაუკავშირდი დედამიწას"- "დედამიწის საათის" გარემოსდაცვითი აქცია ლისის ტბაზე
“დაუკავშირდი დედამიწას”- ამ სლოგანით ლისის ტბაზე “დედამიწის საათის” მეთერთმეტე რაუნდი იმართება. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომელშიც მონაწილეობას მილიონობით ადამიანი იღებს და ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს. ამით პლანეტას მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას უცხადებენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, ველოტური და გარბენი იმართება, რომელშიც მონაწილეობას პროფესიონალი და მოყვარული ველომრბოლელები იღებენ.
ღონისძიების მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლებაა.