დასკვნა გელათის სამონასტრო კომპლექსზე 

მძიმე შინაარსის დასკვნა გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებზე.

დასკვნის ავტორი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მომუშავე ორგანიზაციაა. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრი კონსერვაციის პრობლემებზე მიუთითებს. ძეგლის კონსერვაციის გეგმის არარსებობა, ქაოტური სამუშაოები, გადახურვისას დაშვებული შეცდომები, ტონირება-რესტავრაციის დროს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ცენტრი მიუთითებს. მძიმე აღმოჩნდა კულტურის სამინისტროს რეაქცია. უწყებამ დასკვნას ზედაპირული, ავტორებს კი პოლიტიკურად ანგაჟირებული და არაკომპეტენტურები უწოდა. არანაკლებ მწვავე იყო ცენტრის დღევანდელი პასუხი. კვლევითი ცენტრი თეა წულუკიანის უწყებას გელათის პრობლემის პოლიტიზების მცდელობაში ადანაშაულებს. საპატრიარქოს თხოვნით მომზადებულ დასკვნას ეხმაურებიან საპატრიარქოდანაც, რომელიც ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს და მათ მიერ წარმოდგენილ სამეცნიერო შეფასებას თანადგომას უცხადებს. უწყებებს შორის დაპირისპირებასთან ერთად გელათზე გამოქვეყნებულმა ახალმა დასკვნამ ექსპერტებს შორისაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.