ხობში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 მოქალაქის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად მძიმედ აფასებენ.
აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი, 67 წლის მამაკაცია გარდაიცვალა. მას სხეულის 95 %-იანი დამწვრობა ჰქონდა. დამწვრობის ცენტრში მოთავსებულ პაცინტებს კი სხეულის ღრმა დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნებათ.
დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. დავით სერგეენკომ ოჯახის ახლობლებს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შემთხვევა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მოხდა. საცხოვრებელ სახლში გამათბობელი აფეთქდა, არსებული ინფორმაციით, მასში დიზელის საწვავის ნაცვლად, ბენზინი ჩაასხეს.