„დასავლეთის ზღუდე 2018“

შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში, ქვედანაყოფების საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2018“ ჩატარდა.

სიტუაციური წვრთნების დასკვნით ნაწილში საინჟინრო მესანგრეთა ბატალიონმა და სხვა ქვედანაყოფებმა კულმინაციური სწავლება ხონში, მეექვსე საარტილერიო ბრიგადის პოლიგონზე ჩაატარეს.

სწავლების მიზანი, კომბინირებული მოქმედებებით ქვედანაყოფების სინქრონიზაციის ამაღლება, საბრძოლო ვითარებაში სამანევრო მოქმედებების დახვეწა და საბრძოლო მომზადების დაგეგმვის წინაპირობის შექმნა იყო.

დასასრულს, ხუთი ჯარისკაცი გაწეული სამსახურისთვის უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს, ხოლო თერთმეტ სამხედროს საპატიო სიგელები გადაეცა და დასავლეთის სარდლის მადლობა გამოეცხადა.