ხონში სახალხო დღესასწაული აღინიშნება

სახალხო დღესასწაული აღინიშნება დღეს ხონში. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მიმდინარეობს კულტურული და სპორტული ღონისძიებები, იმართება ეთნოგრაფიული და ყვავილების გამოფენები. გაიმართა ხონის საპატიო მოქალაქის არჩევისა და დაჯილდოების ცერემონია.

დღესასწაულის სტუმრებს შორის არიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები და ელჩები. მამუკა ბახტაძე დღეს ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.