ხონში იუსტიციის სახლი გაიხსნა

იუსტიციის სახლის ხონის ფილიალში იუსტიციის დღე აღინიშნა. დღევანდელი თარიღი თანამშრომლებს ვიცე- პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა მიულოცეს.

დღემდე იუსტიციის დღე ყოველ წელს თბილისში აღინიშნებოდა, თუმცა, მიმდინარე წელს პირველად პროფესიული დღესასწაული რეგიონში იზეიმეს და ამით ხონის იუსტიციის სახლის გახსნაც აღნიშნეს.

საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდა და დაჯილდოვდა იუსტიციის სახლის წლის ყველაზე სწრაფი სამი ფილიალი.