დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები დაიწყო
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები დაიწყო.
მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიურ წამლობა სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონების სოფლებში მიმდინარეობს.
ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი.
პარალელურად, გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის საკოორდინაციო შტაბში არსებულ ელექტრონულ ბაზაში.