ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 12%-ს სოციალურად დაუცველი ფენა შეადგენს. ამ ადამიანებს 2017 წლის პირველი ივნისიდან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შექმნილი საიტი დასაქმების შანსს აძლევს, თუმცა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ შეთავაზებულ სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა არცთუ ისე მაღალია.
ხშირ შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სტატუსი და ამ სტატუსით გარანტირებული შემწეობა და შეღავათები დასაქმებაზე უფრო მნიშვნელოვანია.