თელავში სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ერთდღიანი ფორუმი გაიმართა.
მიმდინარე წელს ეს ქვეყნის მასშტაბით მეთორმეტე ფორუმია და აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავს. დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა მსხვილმა კომპანიამ. ფორუმზე დამსაქმებლებმა წარმოადგინეს ვაკანსიები სხვადასხვა პოზიციაზე.
დასაქმების ფორუმის მიზანი ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებაა.