სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის შედეგები

21:59, 18.11.2022

მარტში ამოქმედებულმა საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამამ სოციალურად დაუცველი 34 000-მდე ადამიანი დაასაქმა.

გეგმის მიხედვით, 2023 წლამდე სამსახური 100 000-მდე მოქალაქემ უნდა დაიწყოს. დასაქმების შედარებით დაბალ ტემპს სააგენტო მიმართვიანობის ნაკლებობით ხსნის. ვაკანსიები ძირითადად მომსახურეობის სფეროს ეხება, რაც კვალიფიკაციას არ მოითხოვს. სრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში, ხელფასი 300 ლარს შეადგენს. ანაზღაურების მიუხედევად, პროგრამაში ჩართული ყველა პირი სოციალურად დაუცველისთვის გათვალისწინებულ დახმარებას და ყველა შეღავათს 4 წლის ვადით ინარჩუნებს.

მსგავსი