ბათუმში დამსაქმებელთა ფორუმი მიმდინარეობს. ბათუმის საზღვაო აკადემია სტუდენტებს აძლევს საშუალებას, დამსაქმებლებს ერთ სივრცეში გააცნონ საკუთარი შესაძლებლობები და მიიღონ მათგან საინტერესო შემოთავაზებები. ფორუმში საზღვაო სფეროში მოღვაწე 80-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ აქტიური ვაკანსიები აქვთ წარმოდგენილი.
ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს საზღვაო სფეროში არსებულ სიახლეებს, მოთხოვნებსა და გამოწვევებს უზიარებენ. როგორც საზღვაო ტრასპორტის სააგენტოში ამბობენ, მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელი გაზრდილია. ფორუმი ყოველწლიურია, თუმცა პანდემიის გამო, ორი წელი ვერ ჩატარდა.