დასაქმების ფორუმი

15:14, 05.10.2022

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით, დასაქმების ფორუმი გაიმართა. პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის, სამუშაოს მაძიებლებისა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარი პირების დასაქმების ხელშეწყობა.

დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ 1 000-ზე მეტ ვაკანსიას და გაევლოთ გასაუბრება კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. პროექტით სარგებლობა შეუძლიათ საშუალო განათლების მქონე პირებსაც. დასაქმების ფორუმში მონაწილეობას იღებენ საშუალო და მსხვილი კომპანიები.

მსგავსი