დასაქმების ფორუმი

ზუგდიდის ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ინიციატორი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა. მონაწილეობდნენ როგორც მსხვილი კომპანიები, ასევე ადგილობრივი, მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. ჯამში, 20-ზე მეტ კომპანიას 250-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდა წარმოდგენილი.

ფორუმზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია.