ახალი პლატფორმა სამსახურის მაძიებლებისთვის.
ამჯერად ამ შესაძლებლობას მოქალაქეებს ქართველი ახალგაზრდა სტარტაპერების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტი აძლევს. „ევორქი“ – ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც სამუშაო ადგილების მაძიებლებს პოტენციურ დამსაქმებლებთან აკავშირებს და პირიქით. პლატფორმის მთავარი მიმზიდველობა გამარტივებული პროცედურებია. პროექტით დაინტერესებულებს ასევე საშუალება ექნებათ, რომ დამსაქმებელ კომპანიებს თავად შესთავაზონ საკუთარი უნარ-ჩვევები. აპლიკაციის ავტორები მალე პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანას გეგმავენ.