30-ზე მეტი დაღუპული და 150-ზე მეტი დაშავებული. ასეთი შედეგი მოჰყვა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას.
კონფლიქტი სასმელი წყლის გამანაწილებელი პუნქტის გამო თავდაპირველად მოქალაქეებს შორის დაიწყო, მოგვიანებით კი საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა. შეტაკებების დროს დაწვეს ათზე მეტი შენობა. მათ შორის სახლები და სკოლები. ბოლო ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე და სასაზღვრო რეგიონებიდან სამხედროების გაყვანაზე შეთანხმდნენ. ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს კონფლიქტის დარეგულირებისკენ და გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს ევროკავშირი. შექმნილი მძიმე ვითარების გამო ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჩაინიშნა.