დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“

გახდება თუ არა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა, მმართველ გუნდში განხეთქილების მიზეზი. უკვე რამდენიმე დღეა, უმრავლესობა 11 მაჟორიტარის ინიციატივას განიხილავს. თუმცა „ქართულ ოცნებაში“ შეთანხმების მიღწევა ვერც გუშინდელ შეხვედრაზე მოხერხდა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარეც ესწრებოდა.

არც წინადადების ავტორები და არც უმრავლესობის დანარჩენი წევრები, პოზიციებს არ ცვლიან. ამ თემასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადებებიც გაკეთდა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ აზრთა სხვადასხვაობა პარტიაში ნორმალური პროცესია და ეს განხეთქილების მიზეზი ვერ გახდება.