პარლამენტში ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას ხმაური მოჰყვა.
ცვლილებებით, ავტორი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების, – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა,“ – ამოღებას მოითხოვს. კვიციანი მიიჩნევს, რომ ამ ტერმინების არსებობით ირღვევა ზნეობრივი ნორმები. პროექტის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა სხდომის წამყვანს, თამარ ჩუგოშვილსა და ადა მარშანიას შორის.
ადა მარშანიამ ჩუგოშვილს „კლასიკური აგენტი“ უწოდა.