ისევ ხმაურის ფონზე უწევს მსახურების ჩატარება მეუფე სტეფანეს. მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მოსკე – წაჩხურუს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი მთავარანგელოზთა ხსენების საზეიმო წირვას აღავლენს. განკვეთილი ბერ-მონაზვნები მას შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე იმყოფებიან ჩოხოსნებიც. მათ გამოჩენას პროტესტი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მრევლის ნაწილი და განკვეთილი სასულიერო პირები, სალხინოს მამათა მონასტრიდან მათ გამოსახლებას აპროტესტებენ. ეკლესიის ეზოში მობილიზებულია პოლიცია.