თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები იმართება.
საჩივრების განხილვა მიმდინარეობს გლდანის მე-10 საოლქო კომისიაშიც.
შენობის წინ ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იმყოფებიან და სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. კომისიასთან ლიდერები ჯერ არ გამოჩენილან.