დაპირისპირება გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიასთან [ვიდეო]

თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები იმართება.

საჩივრების განხილვა მიმდინარეობს გლდანის მე-10 საოლქო კომისიაშიც.

შენობის წინ ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იმყოფებიან და სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. კომისიასთან ლიდერები ჯერ არ გამოჩენილან.