ქალაქ ფოთში, „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავასა და ლევან თარხნიშვილს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა. ადგილზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წევრებიც. ოპოზიციის წევრები ფოთის ბაზარში ბროშურებს არიგებენ. მათსა და მმართველი პარტიის, ასევე მოქალაქეთა ნაწილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის წევრები აღნიშნული კამპანიის ჩატარებას ფოთში დღეს მთელი დღის განმავლობაში გეგმავენ.