ამ დრომდე დაძაბულია ვითარება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები, ისინი სოფლის მოსახლეობისა და ადგილზე ჩასული მოქალაქეების დაშორიშორების ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, სოფელში კონფლიქტი მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის დაიწყო. კონკრეტულად კი, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, რისი წინააღმდეგიც არიან ქრისტიანული თემის წევრები. საკითხის განხილვა გუშინ ფიზიკურ დაპირიპირებაში გადაიზარდა. თეა აფსარიძე მუშაობს ადგილზე.