დამოუკიდებელი საქართველოს პრესის არქივი

საუკუნის წინანდელი ქართული პრესა საგამოფენო სივრცეში ინაცვლებს.

დამოუკიდებლობის დღეს, ეროვნული არქივი ახალ ექსპოზიციას უძღვნის. პავილიონში გამოფინეს 1918-21 წლების პერიოდის გამოცემები, მათ შორის ის პუბლიკაციები, სადაც დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი რეაქციაა აღწერილი. იმ დროინდელი პრესის ფურცლები არა ერთ ისტორიულ მოვლენას და ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს აცოცხლებს. პრესის არქივი ყველა იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას აერთიანებს, რომელმაც 1918 წლის შემდეგ გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნის სამომავლო განვითარებაში.

ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში ივნისის ბოლომდე დარჩება.