საგარეჯოსა და ახმეტის რაიონებში, ხუთ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.
კრიტიკული შეუსაბამობის გამო კაკაბეთის, დიდი ჩაილურის, აწყურის, ფიჩხოვანისა და ქვემო ალვანის ბაღები დაკეტილია. გადაწყეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ მიიღეს. გაირკვა, რომ აღსაზრდელებს დღის უმეტესი ნაწილის გატარება დაობებულ და დაბზარულ კედლებში უწევდათ. უშედეგოდ დაიხარჯა რამდენიმე ათასი ლარიც აწყურში, სადაც 3 წლის ბაღი გაარემონტეს, თუმცა დაწესებულება ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.
რა სახის დარღვევები აღმოჩნდა საბავშვო ბაღებში და როდიდან გახდება შესაძლებელი სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განახლება, – ჟანა დიდებაშვილის სიუჟეტი კახეთიდან.