დახმარების პროგრამა ვეტერან ფერმერთა ასოციაციისთვის  

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალას პარკში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ „გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციას“ საჩუქრად სკები, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი და მეფუტკრეთათვის საჭირო სპეცტანსაცმელი გადასცა. „გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაცია“ ომის  150-მდე ვეტერანსა და ორ კოოპერატივს აერთიანებს.