დახმარება მცირემიწიან ფერმერებს.
სახელმწიფო მათ სუბსიდირების პროგრამას სთავაზობს. 300-ლარიანი ბარათები მიწების დასამუშავებლად საჭირო პროდუქციის შეძენისთვის არის გათვალისწინებული. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარები გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ. მოსავლიანობის დაბალი მაჩვენებლის გასაზრდელად ფერმერები სარწყავ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასაც ითხოვენ.