დახარჯული ელექტროენერგიის აღრიცხვის წესი  

ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმამ, რომელმაც ელექტროენერგიის მიმწოდებლები და გამანაწილებლები ერთმანეთისგან გამიჯნა, აბონენტების ნაწილში დაბნეულობა გამოიწვია. მიზეზი ის მოკლე ტექსტური შეტყობინებაა, რომელიც „თელასის“ მომხმარებლებმა კომპანიისგან მიიღეს. „ესემესით“ „თელასი“ საკუთარი აბონენტებისგან 30 ივნისამდე მრიცხველის ჩვენების ამოწერას და კომპანიისთვის გაგზავნას ითხოვდა. გაითიშებოდა თუ არა ელექტროენერგია, მრიცხველის ამონაწერის არ გაგზავნის შემთხვევაში, – ეს იყო კითხვა, რამაც აბონენტთა ნაწილში გაურკვევლობა გამოიწვია. მოგვიანებით ენერგოკომპანიაში განმარტეს, რომ პროცესი ნებაყოფლობითია და თუ მომხმარებელი თხოვნას არ შეასრულებს, კომპანია ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო მაჩვენებელს თავად განსაზღვრავს.

რა ფორმით მოხდება მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა, – მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.