დაკავებულების ადმინისტრაციული პროცესი ბათუმში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა გვიან ღამით დაკავებულთა პროცესი. 11-დან ცხრა დაკავებულს 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ორს კი, 1 500 ლარის გადახდა მოუწევს, თუმცა, ისინი ამბობენ, რომ ჯარიმას არ გადაიხდიან. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და გუშინ საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებული პირების ახლობლები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. მიზეზი, გვიან ღამით განხორციელებული დაკავებები გახდა. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას ჰქონდა ადგილი, სამართალდამცველები კი აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის მიმართ შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობას. პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული 11 პირიდან შვიდს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 1000 ლარი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის, 2000 კი, გადაადგილების შეზღუდვის რეგულაციის დარღვევის გამო.

დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მოამბე