დაკავება სადაზვერვო მასალების სკანდალზე

პენტაგონის სკანდალური საიდუმლო მასალების გაჟონვის საქმის ფიგურანტი დაკავებულია.

ქალაქ დაიტონის მკვიდრი 21 წლის ჯეკ ტეიშეირს ეროვნული თავდაცვის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის უკანონო მოპოვებაში, შენახვასა და გადაცემაში ადანაშაულებენ. ის საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის თანამშრომელია.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა ინტერნეტში საიდუმლო მასალების გამოქვეყნება ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა აიტი-სპეციალისტ ტეიშეირს 2021 წლიდან ჰქონდა. პენტაგონის საიდუმლო მასალები თავისი სკანდალური შინაარსით ამ დრომდე საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია. ეს სადაზვერვო ინფორმაციის ყველაზე მასშტაბური გაჟონვაა აშშ-ის ბოლო ათწლეულის ისტორიაში.