აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი - შეფასებები თბილისში

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში ვიზიტს „ტვიტერზე“ აჯამებს: „თბილისში შესანიშნავი ვიზიტი დასრულდა. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს და თავდაცვის მინისტრს შეხვედრისთვის, რომელზეც უსაფრთხოების საერთო პრობლემები განვიხილეთ და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე დავადასტურეთ“, – ლოიდ ოსტინი განცხადებაში აღნიშნავს, რომ დისკუსიების დროს განიხილეს რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. საქართველოდან ამერიკის თავდაცვის მდივანი უკრაინაში გაემგზავრა. აეროპორტში მაღალი რანგის სტუმარი თავდაცვის მინისტრმა გააცილა.

ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტს აფასებენ თბილისში. ლოიდ ოსტინმა ქართულ მარესთან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც პენტაგონი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი შესაძლებლობების შექმნაში უნდა დაეხმაროს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის განცხადებებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, განსაკუთრებით რუსეთს 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ კიდევ ერთი მოწოდებით.