პენტაგონის განცხადება

„მარიუპოლი არ დაცემულა რუსეთის მხრიდან შეტევის მიუხედავად“ – აცხადებს პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი. ის აღნიშნავს, რომ აშშ კვლავ ხედავს რუსეთის ავიადარტყმებისა და არტილერიის კონცენტრაციას დონბასში და სამხრეთით, განსაკუთრებით მარიუპოლის გარშემო. ჯონ კირბის განცხადებით, ამჟამად რუსეთის ძალები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ქმნიან პირობებს უფრო მასშტაბური და ღია თავდასხმებისთვის, მაგრამ პარალელურად, ამერიკელი სამხედროები მალე დაიწყებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებას ამერიკის მიერ მიწოდებული საარტილერიო იარაღის გამოყენებაში.